Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ანეკდოტები [ მასალის დამატება ]

ანეკდოტები

2012-05-05, 9:46 PM

პანაშვიდზე იმდენი ცრემლი დაიღვარა, რომ ჭირისუფალი აკვალანგებით იჯდა.


***
ბავშვს ეკითხებიან:
– რამდენი ასოა ანბანში?
– ექვსი.
– როგორ ექვსი?!
– ა, ნ, ბ, ა, ნ, ი. სულ ექვსი.


***
ველური დასავლეთი. ორი კოვბოი შედის ბარში. ბარში გამოკრულია განცხადება:
„ვიბარებთ ინდიელთა სკალპებს. ერთი სკალპი 100 დოლარი."
წავიდნენ კოვბოები ინდიელების საძებნელად. ეძებენ, ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ. გაუცრუვდათ იმედები, ეგონათ გამდიდრდებოდნენ. ბოლოს როგორც იქნა ერთ ინდიელს მიაგნეს, მოკლეს და სკალპი ააჭრეს. იფიქრეს „100 დოლარიც საქმეაო." სადაც დაუღამდათ იქვე დაიძინეს. დილით პირველად გაღვიძებულმა კოვბოიმ ასეთი სურათი დაინახა: გარშემორტყმულები არიან ინდიელებით, მინიმუმ 2000 კაცი, სუყველას მშვილდი აქვს მოზიდული და ისრები მათზეა დამიზნებული. კოვბოის სახეზე სიხარული აღებეჭდა და დაუწყო მეორეს გაღვიძება:
– ჯო, გაიღვიძე, გავმდიდრდით! აქ უამრავი 100 დოლიარიანია! 



***
ორი მეგობარი საუბრობს:
– ამასწინათ მაგრად გადავრჩი, ცოლს კინაღამ საყვარლის სახელი დაუძახე. გადავწყვიტე თავი დამეზღვია, კატა ვიყიდე და საყვარლის სახელი დავარქვი.
– ოჰო, მაგრად მოგიფიქრებია, ხო იცი!
– ეგ კი კარგია, მაგრამ ერთი კვირის წინ ცოლმა ლეკვი მოიყვანა და კოტეს ეძახის.


*** 
სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს:
– ესე იგი, თქვენ აღიარებთ, რომ ტაფა თავში ჩაართყით დაზარალებულ ქალბატონს.
– დიახ, ბატონო მოსამართლევ, ოღონდ ფეხები მანამდეც დაბრეცილი ქონდა.


***
ქმარმა დაიჭირა თავისი ცოლის საყვარელი და სცემს. ცოლი შეეცადა საყვარლის დაცვას:
-რას შვრები, ეგ ხომ შენი შვილების მამაა


***
- გუშინ ჩემ ცოლს ვიღაც ფრანგთან შევუსწარი საძინებელში.
- მერე? რა უთხარი?
- რა უნდა მეთქვა, ერთი სიტყვა ფრანგული არ ვიცი.


*** 
– გამარჯობა ექიმო, ჩემი ანალიზების პასუხები უკვე მზადაა.
– კი, მზადაა.
– მერე რა ხდება, როგორაა ჩემი ჯანმრთელობის საქმე?
– ცუდად, ძალიან ცუდად.
– რამდენი ხანი დამჩა სიცოცხლე?
– 10.
– რა 10? თვე, კვირა?
– 9, 8 ,7…


***
ბავშვი ეკითხება დედას:
– დედიკო, იმ დროს, როცა მე ვმღერი, ფანჯარასთან რატო დგები?
– ხალხმა დამინახოს, რომ არ გცემ.


***
სხედან პლიაჟზე დირექტორი, ჟურნალისტი და მიწის მთხრელი. ყველა მათგანს მუხლამდე აქვს…
დირექტორს – ღიპი,
ჟურნალისტს – ენა,
მიწის მთხრელს – ხელები.


***
ბავშვი შედის აფთიაქში:
– ტკივილგამაყუჩებელი გააქვთ?
– კონკრეტულად რა გტკივა?
– ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მამაჩემი მშობელთა კრებაზე წავიდა.


***
ექიმი ეუბნება გახდომის მსურველ პაციენტს:
– აი თქვენ 500 აბი.
– დღეში რამდენი უნდა დავლიო?
– არა, დალევა არ აის აუცილებელი.
– აბა, რანაირად გავხდები?
– ამ 500 აბს დილას და საღამოს წამოყრით იატაკზე და მერე აკრიფავთ. 


***
პირველი რაუნდის მერე მოკრივე თავის სეკუნდანტს ეკითხება:
– რას ატყობ, მოუგებ?
– რა თქმა უნდა! თუ მასე გააგრძელებ ხელების ქნევას, გაცივდება და ფილტვების ანთება დაემართება.


***
კახელი მრგვალ სახლს აშენებს. მეზობელი აკვირდება და ბოლოს გაკვირვებული ეკითხება:
– კი მაგრამ, რად გინდა ასეთი მრგვალი სახლი?
– სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე ჩემთვისაც გაითვალისწინეო…


*** 
სვანეთს თვითმფრინავი გადაუფრენს და საკენკს დაუყრიან მოშინაურდესო.


***
ახალგაზრდა ქალი შედის პიცერიაში. მიმტანმა მოუტანა პიცა და ეკითხება:
– რამდენ ნაჭრად დავჭრა ოთხად თუ რვად?
– ოთხად, რვას ვერ შევჭამ.


კატეგორია: ანეკდოტები | დაამატა: admin
ნანახია: 807 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk