Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ანეკდოტები [ მასალის დამატება ]

ანეკდოტები

2012-05-25, 9:00 PM

კაცი ძლივს ავიდა მე-9 სართულზე, დააკაკუნა კარზე და გამოვიდა სახლის პატრონი. კაცი:
-ექიმო ამ ბოლო დროს მალე ვიღლები და იქნებ რამე მიშველოთ
-არ დალიოთ, არ მოწიოთ, არ ინერვიულოთ, არ გადაიტვირთოთ და სათვალე გაიკეთეთ
-სათვალე რატომ?
-ექიმი მე-6-ზე ცხოვრობს, მე სანტექნიკოსი ვარ

***
-მკერდის გადიდება მინდა და რა ვქნა?
-ფუტკრების სკაში ჩაყავი

***
-ექიმო, რამე მიშველეთ, ჩემი ქმარი ყოველდღე ყავას სვამს და მერე ჭიქასაც ჭამს, მხოლოდ ყურს 
ტოვებს
-ჰმ, არადა ყველაზე გემრიელი სწორედ ყურია

***
-თქვენმა შვილმა ძროხა მიწოდა
-ეჰ, რამდენჯერ ვუთხარი, ხალხს სახელს გარეგნობის მიხედვით ნუ არქმევ მეთქი

***
საავადმყოფოში ექიმი ექთანს ეკითხება:
-მე-10 პლატაში ავადმყოფს აუღეთ სისხლი?
-დიახ, ექიმო, ზუსტად 5,2 ლიტრი აღმოაჩნდა

***
საოპერაციოში:
-მაკრატელი მომაწოდეთ, ძაფს მოვჭრი და მორჩა
-მოაკვნიტეთ ექიმო, მაკრატელი მუცელში ჩაგრჩათ

***
კაცს ზურგზე მოკიდებული მიაქვს ძალიან ბევრი ბოთლი. შეხვდება მეგობარი:
-ვა, ბოთლები უნდა ჩააბარო?
-არა, ჩემმა ცოლმა მითხრა, აიღე შენი ნივთები და სახლიდან წადიო

***
ჭიჭიკია და ბიჭიკია ზღვაზე ისვენებენ. ჭიჭიკია:
-წამო, შევცუროთ
ბიჭიკია
-მოიცა რა, ცურვა მე არ ვიცი და ჯერ არ მეფსია

***
ქალაქელი სოფელში:
-უკაცრავად, ვერ მეტყვით რომელია ყველაზე მოკლე გზა სადგურამდე? 9საათიან მატარებელს
მინდა მივუსწრო.
-როგორ ვერა, აი ამ ბაღზე გადის, მაგრამ თუ იმ ბუღამ დაგინახათ, 7 საათიანსაც თავისუფლად 
მიუსწრებთ

***
კაცი დაიჭერს ოქროს თევზს. თევზი:
-გამიშვი და 3 სურვილს შეგისრულებ, ოღონდ 4 იმდენი შენს სიდედრს მიუვა
-კარგი. მინდა მილიონი
-1 შენ, 4 შენს სიდედრს
-ეხლა მინდა მაგარი სახლი
-1 შენ, 4 შენს სიდედრს ექნება
-ეხლა მინდა ერთი პატარა ინფაქტი.....


კატეგორია: ანეკდოტები | დაამატა: admin
ნანახია: 926 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk