Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ანეკდოტები [ მასალის დამატება ]

ანეკდოტები

2011-02-20, 7:27 PM


--------------------------------------------------------------------------------------------------
– თინიკო, დღესაც არ იცი გაკვეთილი, ხვალ დედა მოიყვანე! 
– არ გამოვა, მასწ, დედა მივლინებაშია. 
– მაშინ, მამა. 
– მამა საერთოდ წავიდა ჩვენგან. 
– ბებია მაინც მოიყვანე, – შევიდა მდგომარეობაში მასწავლებელი. 
– სოფელშია. 
– მაშ სახლში სულ მარტო ცხოვრობ? – გული აუჩუყდა მასწავლებელს. 
– რატომ მარტო, მასწ?! ქმართან ერთად...

* * *
---------------------------------------------------------------------------------------------------
– აი, ამ მდინარეში ფული უნდა ჩავაგდოთ, რომ სურვილი აგვისრულდეს, – ეუბნება ტურისტი ცოლს და წყალში მონეტას ისვრის. 
ცოლმა მთელი ბღუჯა ხურდები მოიმწყვდია მუშტში, მდინარეში უნდა ჩაყაროს, სიმძიმემ გადაძლია და აქაფებულ მდინარეში გადავარდა. 
– ვაა, რა მალე ამისრულდა! – გაუკვირდა ქმარს.

* * *
--------------------------------------------------------------------------------------------------
ბიკენტიჩს ცოლმა მეცხრე გოგო გაუჩინა. გადაირია კაცი: 
– მორჩა! აწი პრეზერვატივი უნდა ვიხმარო! 
ცოლს აზრი არ მოეწონა: 
– რას ამბობ, რას! ბავშვი ხომ ღმერთმა მოიგონა და გამოგვიგზავნა! 
– მერე რა, ღმერთმა წვიმაც მოიგონა და გამოგვიგზავნა და ზონტიკი არ უნდა დეიფარო, ქალო?!

* * *
---------------------------------------------------------------------------------------------------
მარკეტში ექსტრავაგანტურად ჩაცმული ბიჭი შედის. 
– დაიკო, – მიმართავს გამყიდველს, – ორი ბლოკი "ვინსტონი", ოთხი ბოთლი კონიაკი, რვა "პლიტკა", ნამცხვარი... 
– მორჩა? 
– ჯერ კი... 
გამყიდველი ყველაფერს პარკში უწყობს. ბიჭი მიდის. 
– ფული?! – უყვირის გოგო. 
– ხო, დაიკო, კინაღამ დამავიწყდა, მაიტა ფული!

* * *
----------------------------------------------------------------------------------------------------
გურულმა გამოვცდიო და საკუთარ თუთიყუშს ვიაგრა დაალევინა. გადაირია თუთიყუში, მარა რა გადაირია! დაერია, თუ სადმე ფრინველი და ცხოველი მოიხელთა. 
გაბრაზებულმა გურულმა აღტყინებული თუთიყუში მაცივარში შეაგდო, გაგრილდებიო. 
შუაღემეზე გაახსენდა და მაცივრის კარი გააღო, არ გაიყინოსო. თუთიყუშმა თვალები დაქაჩა: 
– რაია, რო მომიხურე მა კარი! მოი ერთი, მომეხმარე, ამ ტიტველ დედალს ვერაფრით ფეხები ვერ გავაშლევიე...

* * *
----------------------------------------------------------------------------------------------------
– მამიკო, რა ჰქვია უცოლოდ დაბერებულ კაცს? 
– ბერბიჭა. 
– ცოლიან კაცს? 
– სამი ასოა... მერე მიხვდები...

* * *
-----------------------------------------------------------------------------------------------------
ერთი ექიმი მეორეს: 
– რატომ ხართ დაღონებული, კოლეგა, თქვენი პირველი ავადმყოფი ხომ გამოჯანმრთელდა? 
– მეც მაგაზე ვფიქრობ... რა ჯანდაბამ გამოაჯანმრთელა?!

* * *
----------------------------------------------------------------------------------------------------
– ჩემ სიდედრსა, – ბირჟაზე ყვება მიტო, – ვენახში გუშინ უშველებელი გველი ეპარებოდა საკბენადა, გიურზაი. 
– მერე, ჯო? – გაფაციცდნენ "ბირჟავიკები". 
– რა ჩიტი ვიყა, რო?! მივეჭერი და თოხითა თავი გავუჩეჩქვე. 
– ეგ როგო ჰქენ! ოო, მაგ გიურზასა, თავისიანი ეყოლება, შურისძიება იციან, ფრთხილად იყა. 
– განა გიურზას გავუჩეჩქვე, შე აჯამო!

* * *
----------------------------------------------------------------------------------------------------
– ნიკა, – ეუბნება მასწავლებელი, – შენ ყოველთვის წერ არასწორად. "წევედი" კი არა უნდა დაწერო, "წავედი". დღეს გაკვეთილების შემდეგ დარჩები, 50–ჯერ დაწერ ფურცელზე "წავედი". გასაგებია? 
– დიახ, მასწ, – პასუხობს ნიკა და დავალებას ასრულებს. 
შემოდის მასწავლებელი და ხედავს, რომ ნიკა არაა. მის მერხზე კი ფურცელი დევს, რომელზეც წერია: 
"მასწ, მე 50–ჯერ დავწერე "ზავედი" და მერე ქე წევედი სახში"...

* * *
----------------------------------------------------------------------------------------------------
– ძვირფასო, საყვარელო, შენთვის რაღაც უნდა მეთქვა და როგორ დამავიწყდა, ხო... სარეცხი დავრეცხე, გავაშრე და დავაუთოვე კიდევაც... არა, ეს არა... იატაკი მოვაპრიალე... არა, არც ეს... თეფშები ისე დავრეცხე, ერთიც არ გამიტეხია... არა, ეს იცი... დედაშენი ყოველ ნაბიჯზე მთვრალი "პრავადნიკივით" მაგინებს... ხო... გამახსენდა... რას გამიხურეთ, მე თქვენი ოხერი დე...!!

* * *
-----------------------------------------------------------------------------------------------------
კახელი ეიფელის კოშკზეა. მოეწონა პარიზი და მობილურით ცოლს ურეკავს ანაგაში: 
– ალო, მარო ხარ, ქალო?.. ხოოო, მე ვარ, ეიფელზე ვარ! იცი, რა სილამაზეა აქა? მარჯვნივ გაიხედამ – იმი დედაააა!!! მარცხნივ გაიხედამ და ამი დედააა!!! იქეთ გაიხედამ და ამათი დედაააა!!! მაიცა, შენ რა გატირებს, ქალო?! 
– სილამაზემ მამხიბლა!


კატეგორია: ანეკდოტები | დაამატა: admin
ნანახია: 1107 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk