Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

Gazafxuli / გაზაფხული

2012-04-28, 1:25 PM

*************

რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!

****************


ბოლოს რომ გნახე,
თოვლი გადაბელე გულის აივნიდან
და თვალსიქით რომ დაგიგულე,
გამოგეპარე,
კარები გამოგიჯახუნე
და გავიყოლე გაზაფხულები,
სავარაუდოდ - ბევრი.
ალბათ მალე შემობრუნდი
მოშლილ ბუდეში,
სადაც სევდის ჭვარტლიან ჩვრებში
მძინარე დავტოვე მომაკვდავი გრძნობა
და ჩვენი არდაბადებული პირმშო.
ეტყობა გული სწორედ ისე მეწურება ახლა,
როგორც შენ მაშინ,
ზამთრის გასაცილებლად რომ წახვედი,
დაბრუნებული გაზაფხულს ელოდი და
ჭერგადახდილ, იატაკმორყეულ
ოთხკედელში,
უფრო ზუსტად - სამკედელნახევარში -
შემოგეფეთა სიმარტოვის სულშემხუთავი ლავა
და არდაბრუნების გამყინავი სიგრილე,
შემოდგომისფერი კაბით.
და ზამთრიდან ზამთარში გადაალაჯე
საფეთქლებთან ოდნავშეპარული სითეთრით,
ისეთმა, როგორიც დამამახსოვრდი,
ახალგაზრდა ბებერმა.
თან წურბელასავით შემოგეწება მკერდზე
ჩვენგან გამოწოვილი სისხლით შეთხუპნული
და ჩვენი ვერდათვლილი გაზაფხულებით
სავარაუდოდ გამაძღარი
ერთადყოფნის ჰიპოთეზა...



**************
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.


წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.


გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.


****************


მიილია ჟამი ვერცხლის,
მალე გაზაფხული მოვა
და სუსხიან ფიფქებს შეცვლის
თეთრი ყვავილების თოვა.
საქორწილოდ მოსაჩითებს
ბაღი კვირტებს ვეღარ იტევს,
აუკლიათ ზეცა ჩიტებს,
ჯარი მათი მაღლით გვიტევს.
მოდი, გაზაფხულო, მოდი,
გაისტუმრე ეს ბებერი,
ტყემლის გააჭყიტე ტოტი,
ცა გახლიჩე ტყვიაფერი,
შენი სიგიჟმაჟე მინდა,
შენი სურნელი და მწკერი,
ამლათ მოვარდნილი მთიდან
შვავი, თოში და ლანქერი,
ცეტი ნაკადულის ჩქერი
თოთო კორდებს მიაპკურე,
ნალიაზე ბოლო ლოლო
ცრემლად ჩამოაწურწურე,
გნოლი გნოლთან აგურგურე,
მიე სიყვარულის ნიჭი,
მთას ირემი ააყვირე,
გოგოს აადევნე ბიჭი,
მოლამუნე ათინათით
ალხვე ლიპი და კოპიჭი,
რტოს ყვავილი უჭიატე,
როგორც მოსაცვლელი კიჭი,
ყოჩივარდას ფერი უქე,
შაშვი აჭახჭახე ტყეში,
ზამთარს ჭექით ეკამუკე,
თავზე დაანთხიე თქეში.
მელექსესაც დამაწვდინე
ცახე შენეული შფოთი,
შთამბერე და ამასტვინე,
მოდი, გაზაფხულო, მოდი.


*******************

გაზაფხულის მერცხალი ვარ, შორი გზიდან
ნიავქარმა მატარა,
ნუ დამიშლი, შენს ლოყაზე ბუდე მინდა
გავიკეთო პატარა.
ხედავ, გაშლილ მთებს და ველებს
გაზაფხული ყვავილებით ქარგავს,
სხვა რა გითხრა, ჩემო კარგო, სიყვარულის
და სიმღერის გარდა.


***********

არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს,
ო, ისე ლამაზად მეყვარები
კიდევაც შეშურდება მთვარეს...
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!
არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...


*****************


დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
"გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: "გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!

"მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.

"დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად "ტია, ტიას!”


********************


გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.


*******************


იასამანი გაიშალა და ათრობს ბაღებს,
უთვალავი ყვავილი რომ ამშვენებს მინდორს,
ქალბატონი გაზაფხული ისწორებს კალთებს,
ნაზი სიო გააცოცხლებს მოქარგულ ტილოს.
იასამანი გაიშალა თმაში, კალთაში,
მე ამ სინაზის, სურნელების ტრფიალი მიპყრობს,
დამავიწყდება გუშინდელი სიცივის შიში,
გულს გაზაფხული მინათებს და მაისის სითბო.


კატეგორია: ლექსები | დაამატა: admin
ნანახია: 938 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk