Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

Leqsebi - Love / სასიყვარულო ლექსები

2012-04-28, 1:49 PM

მე მეშინია შენი გულის უცხო ნაპირის 
და მე მაშინებს დამალული დროში ქარაგმა, 
რომ დამამძიმებს ღრუბელივით, გამინაპირებს,
ფუძეს ჩაშლის და... 
გამიტაცებს გრძნობის არაგვი- 
წლებს გამაყოლებს. 
მერე ალბათ სადღაც გამრიყავს, 
სველი კენჭებით ამომივსებს ჰაერს დარჩენილს, 
შენ კი მოდი და დეკემბერში გადაჭრილ ნამყენს 
სითბო მომხვიე, სიშიშვლისგან გადამარჩინე...


******

როდესმე ნეტა მოგნატრებივარ? 
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ? 
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი? 
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი! 
როდესმე ის დრო გაგხსენებია? 
ჩემსავით ვინმე მოგფერებია? 
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები, 
თუ გაუნდვია თავის ფიქრები? 
როდესმე ნეტა მოგენატრები? 
როდესმე ნეტა მოგეფერები? 
ღამე მაინც თუ გაგითევია? 
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია? 
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია, 
ცრემლებში სევდა თუ გინახია? 
ეს მონატრება შენ განგიცდია? 
ან უიმედოდ თუ დაგიცდია? 
მაშინ გაიგებ რაც გამიგია 
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია....... 
მოვა დრო... ღამე მოგენატრები, 
ქუჩაში დღისით მოგელანდები, 
შენც მოგაწვება გულზე დარდები 
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები. 
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე, 
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე.... 
მოვა საღამო და მოვა ღამე, 
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს, 
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს 
და მოიგონებ სანატრელ წამებს, 
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით, 
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით, 
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი, 
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი...


*****

მენატრება შენი სახე, 
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი, 
არ მამშვიდებს არაფერი. 
აღარ მშველის ლექსის წერა, 
ზურგით მიდგას ბედისწერა. 
დამავიწყდა უკვე ლოცვა, 
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. 
თავში დამსდევს ერთი აზრი, 
ვერ გავუგე შინაარსი. 
ვერ დავხატე გრძნობის ფერი, 
ყალბი გახდა ყველაფერი. 
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, 
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. 
არ მიპყრობდა ფერი ვარდის, 
მაშინ, როცა გვერდით მყავდი. 
დამეკარგა გრძნობა, სმენა, 
აღარც ჩიტის მესმის სტვენა. 
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, 
ერთადერთი ჩუმი რწმენა



*****


იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა, 
ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა, 
უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების, 
მარადიული სასწაულიც ქალით შობილა. 
ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია, 
ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია, 
ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის, 
ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია. 
კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს, 
ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა, 
როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ამოვა 
და დაეხვევა ჭიგოს თქვენი ნაყოფი ცდისა. 
და რადგან ქალი არის ქნარი, ქარი, გრიგალი. . 
ნურაფერს ეტყვი, ჩაიხუტე და მიიკარი. 
არ მოგწონს ქალი?– ესეც, ალბათ, შენი ბრალია, 
იცი რატომაც, იმიტომ, რომ ქალი ვაზია.!


კატეგორია: ლექსები | დაამატა: admin
ნანახია: 1004 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk