Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

ქალის თვალები

2013-09-23, 5:25 PM

მხატვარი ფუნჯით ხატავდა თვალებს...

თვალებში იდო ფიქრი და სევდა...

შეგრძნება სულით მოჰქონდა ქარებს...

და საღებავის სურნელში ხვევდა...

ძველ როიალზე უკრავდა ფიქრი...

ოთახში ქალის სინაზე იდგა...

ქალის...რომელიც სამყაროს იხდის...

შიშველი გრძნობის საწამლავს იდგამს...

თვალები თითქოს შესცქერის გრძნობას...

გრძნობაში ეძებს ტილოზე მანძილს...

რომელიც მხატვრის წიაღში იშვა...

და მიებარა საღებავს განცდით...

ნახატი ცოცხლად ეხება მიზანს...

მიზანი ფიქრში იპოვის სათქმელს...

სიყვარულს ჩუმად დაარქმევს ხიზანს...

ქალის თვალებში აანთებს სანთელს..



კატეგორია: ლექსები | დაამატა: teoteo1997
ნანახია: 843 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk