Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

მგელი

2013-09-23, 5:29 PM

შორს უღრან ტყეში, თოფი გავარდა პირქვე
დაეცა მგელი ტიალი, ზვავის წინ ისე ჩუმად
დაეცა გულში ჩაიკრა მგლური ღრიალი. იგი ხვდებოდა, რომ სულს ღაფავდა, რომ ღია იყო
სამარის კარი, რომ წუთი- წუთზე მისთვის
დაჰკრავდა სამგლოვიარო დიდრონი ზარი. ჭრილობებიდან სისხლი დაიძრა, სულსა
ღაფავდა განაწამები, ბოლოს გაჩერდა ვეღარ
გაინძრა, ასე დალია სული წამებით. ყველა
სულდგმული კარგად ხვდებოდა, რომ არ
ნანობდა მისი გონება ის მგელი იყო,მგლურად
კვდებოდა, მგლურად გალია მისი ცხოვრება. ამ დროს კი თბილად, ერთ ბუხრის პირას, ძაღლს
უდარდელად თექაზე სძინავს და სულ არ ესმა
იმ ოხერტიალს მგელი სამსხვერპლოდ თავს
როგორ სწირავს. ასეა ძმაო წუთი სოფელი
ბუნებას ყველა განურჩევია, ვეღარ გავუგე ამ
მადლიან ღმერთს ვისთვის რა ბედი დაუწერია. ზოგი ძაღლურად ცხოვრობს ამ ქვეყნად ზოგს მგლურად ყოფნა აურჩევია..!

კატეგორია: ლექსები | დაამატა: teoteo1997
ნანახია: 910 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk