|
|
მთავარი » ფაილები » ანეკდოტები | [ მასალის დამატება ] |
2011-02-20, 7:26 PM | |
---------------------------------------------------------------------------------------- – რა სხვაობაა სვანსა და კომპიუტერს შორის?
– კომპიუტერში ინფორმაციის შეტანა ერთხელაც საკმარისია. * * * ---------------------------------------------------------------------------------------- საბავშვო ბაღის მომვლელი ნახევარი საათი აცმევდა ბიჭს რეიტუზს. როგორც იქნა, ჩააცვა და პატარამ ამოისლუკუნა: ეს ჩემი რეიტუზი არაა. მომვლელმა ძლივს გახადა რეიტუზი და ეკითხება: – სად არის შენი რეიტუზი? – სახლში. ეგ ჩემი ძმის რეიტუზია. დედამ ჩემი გარეცხა და ჩემი ძმის ჩამაცვა. * * * ---------------------------------------------------------------------------------------- – გავიგე, ბავშვი შეგეძინა. ბიჭია? – არა. – აბა? * * * ---------------------------------------------------------------------------------------- ექიმთან შეწუხებული ქალი შედის: – ცუდად ვარ, ექიმო. – გაიხადეთ და დაწექით. – ცუდად ვარ–მეთქი, მაგის დროა ახლა?! * * * ----------------------------------------------------------------------------------------- – ხორცი გაქვთ? – არა. – ყველი? – არა. – თევზი? – არა. – პური? – არა. – აბა, რად გინდათ ეს მარკეტი, ვერ დაკეტავთ? – გასაღებიც არ გვაქვს. * * * ----------------------------------------------------------------------------------------- – წერეთელი უფრო მოგწონს თუ ჭავჭავაძე? – რა თქმა უნდა, ჭავჭავაძე. – კახელი ხარ, ალბათ. – არა, იმერელი. – მაშინ წერეთელს რატომ გირჩევნია ჭავჭავაძე? – ჭავჭავაძე მაინც ვაკეა, რა... * * * ----------------------------------------------------------------------------------------- – ჩემი ძაღლი ჩემზე ჭკვიანია. – ძლივს არ თქვი ერთი მართალი სიტყვა ამ ხნის კაცმა! * * * ----------------------------------------------------------------------------------------- საჩუქრების მაღაზიაში: – დაბადების დღისთვის რამე საჩუქარს ვერ ამარჩევინებთ? – რატომაც არა. გვაქვს სამნაირი საჩუქარი: ძვირი, იაფი და... წიგნი. * * * ----------------------------------------------------------------------------------------- კარზე ზარია. – ვაიმე, დედააა! ვაიმეე! მოვიდა! ჩქარა, კარადაში შეძვერი! არა, კარადას შეამოწმებს. მაცივარში შედი... არა! ლუდი უყვარს, პირველად მაცივარს აღებს. აგერ, ლოგინის ქვეშ შეძვერი! ჩქარა! – კაი, ქალო, რა მოგივიდა, მე ხომ შენი ქმარი ვარ?.. * * * ----------------------------------------------------------------------------------------- რამინიას მამამ პიანინო უყიდა. – ა, რამინია, შვილო, მიუჯექი და შენ იცი აწი... აგი პედალი დაბლებისაა, აგი, მეორე მაღლების. ფორტე ქვია მაგას, ფორტე. – რული და სიჩქარის რიჩაგი არ მოყვა ამ უპატრონოს?! – უკვირს რამინიას. * * * ----------------------------------------------------------------------------------------- – რამდენს იწონის თქვენი აქლემი? – რა აქლემი, რის აქლემი! კურდღელია ეს. – ბოდიში, ფასმა მომატყუა. * * * ----------------------------------------------------------------------------------------- ოსმა უნიტაზი დააყენა. – როგორ მოგწონს ახალი უნიტაზი? – ეკითხება მეზობელი. – ძალიან კალგია. ლო დავძდები, ადგომა აგალ მინდა, მაგრამ ხელების დაბანას ველ ვასწლებ. * * * ----------------------------------------------------------------------------------------- ოსმა ძმებმა თხა იყიდეს. წველიან, წველიან, მაგრამ ვერ მოწველეს. მიიყვანეს ვეტექიმთან. – ეს თხა სასწრაფოდ უნდა დაკლათ, – უთხრა ვეტექიმმა. – დაკვლა არ გვინდა, ჩვენ რძე გვინდა. – თქვენ დალოცვილებო, თუ რძე გინდოდათ, დედალი თხა გეყიდათ! | |
ნანახია: 944 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0 | |