Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ანეკდოტები [ მასალის დამატება ]

ანეკდოტები

2011-02-20, 7:26 PM



* * *
------------------------------------------------------------------------
სასწავლო კვირის ბოლოს ბიჭი მამას ორებით გატენილ დღიურზე აწერინებს ხელს. მამამ ქამარი მოიხსნა: 
– დღეს ჩემი დაბადების დღეა და ორიანებით მილოცავ, არა? – და რბილი ადგილი გვარიანად აუჭრელა. 
ცოტა ხანში მთელი ოჯახი მანქანაში ჩაჯდა და დაბადების დღის აღსანიშნავად რესტორანში წავიდა. გზაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ავტოინსპექტორმა გააჩერა. დიდხანს ეძება ავტოკალამი, რომ ოქმი შეედგინა და იუბილარს უთხრა: 
– ბედი შენი, რომ "რუჩკა" ვერ ვნახე, თორემ "პრავას" დაემშვიდობებოდი. 
ამ დროს უკანა სავარძლიდან "ოროსანი" გამოჰყოფს თავს და მამას მიახარებს: 
– აი, მამიკო, შენთვის დაბადების დღეზე ეს უნდა მეჩუქებინა! – და ძვირფას ავტოკალამს აწვდის.

* * *
------------------------------------------------------------------------
სვანი ონანიზმით იქცევს თავს... გაიარა ერთმა საათმა, არაფერი გამოსდის. 
– რა ცხოვრება მევიდა, კაცო! – ოხრავს გამწარებული, – ჩემი თავი მევე არ მამწონს...

* * *
------------------------------------------------------------------------
მესამე კლასი: 
– თინიკო, – ეუბნება ვაჟიკო მერხის მოზიარეს, – მე ვიცი, როგორ უნდა გაჩნდეს ჩვენ შორის ბავშვი. 
– ეგ რაა? – პასუხობს თინიკო, – მე ისიც ვიცი, როგორ არ უნდა გაჩნდეს.

* * *
------------------------------------------------------------------------
– რა გოგო იყო, რა გოგო! – სიხარულით იხსენებს თენგო. 
– სადაური იყო? – ეკითხება სოსო. 
– ჩერნობილიდან. 
– ვაიმე! 
– რა იყო, ბიჭო. 
– რადიაქტიური, ბიჭო? 
– არა, რადიოს დედა არ ვატირე? რადიოთი ვის გააკვირვებ, ძმავ, დღეს? აქტიური? აიდადადააა!..

* * *
-------------------------------------------------------------------------
– ჩვენს მარინას მალე 36 წელი შეუსრულდება, ისე ვერ იტყვი რომ ამდენის ხდება, ხომ მართალია? 
– გარეგნულად შეიძლება 10 წელი ჩამოაკლო, ჭკუის მხრივ – 28 თუ უშველის...

* * *
-------------------------------------------------------------------------
გოგონა სარეკლამო სააგენტოში: 
– ჩემგან ფოტომოდელი დადგება? 
– უკეთესი. 
– ვაიმე, უკეთესი რაღაა? 
– ფოტორობოტი.

* * *
-------------------------------------------------------------------------
მუსიკალური პროგრამების რედაქციაში კოლექტიური წერილი მივიდა: 
"ჩვენ ხშირად ვისმენთ თქვენს პროგრამებს, ხშირად ამღერებთ კირკოროვს. 
ჩვენი დივიზიის მეთაურს სასტიკად არ მოსწონს კირკოროვი და ამას წინათ თქვა, თუ კიდევ ამღერებენ კირკოროვს, თავს მოვიკლავო. 
უმორჩილესად გთხოვთ, სასწრაფოდ გაუშვათ ზედიზედ კირკოროვის 2–3 სიმღერა და კანტროლკა სიმღერა ცალკე, ბოლოს მიაყოლეთ. ჯარისკაცები".

* * *
--------------------------------------------------------------------------
ორი დაქალი საუბრობს: 
– ძალიან მჯერა ჰოროსკოპის, – ამბობს ერთი, – ჩემი ქვა საფირონია, შენი? 
– აგური.

* * *
---------------------------------------------------------------------------
ვეტერინარის კაბინეტში ტელეფონი რეკავს: 
– გისმენთ! 
– იცით, დაახლოებით ნახევარ საათში თქვენთან მოვა ჩემი სიდედრი ბებერი ძაღლით. თქვენ უნდა გაუკეთოთ ძალიან ძლიერი, სწრაფად მოქმედი შხამი, რომ უწვალებლად მოკვდეს. შეგიძლიათ? 
– როგორ არა, მაგრამ ძაღლს რაღა ვუყო?

* * *
--------------------------------------------------------------------------
– რა ახალგაზრდობა წამოვიდა, რა ახალგაზრდობა! ჩემი გოგო 16 წლისაა და უკვე საქმრო ჰყავს. ის, რომ მე, დედამისი, 27–ის გავხდი, სულაც არ ახსენდება...

* * *
---------------------------------------------------------------------------
– ახლა კი შერიგდით, – ეუბნება მოსამართლე კოლიას, – მოქალაქე ჟორას რომ უთხარი, ვირი ხარო, ახლა უთხარი, რომ წუხხარ ამის გამო. 
– კარგი, ბატონო, – ეთანხმება კოლია, – ძალიან ვწუხვარ, ჩემო ჟორა... ვირი რომ ხარ.

* * *
---------------------------------------------------------------------------
– დედიკო, რა არის ვამპირი? 
– გაჩუმდი და დალიე ეგ ახალი სისხლი, ჭიქით რომ გიდგას!

* * *
---------------------------------------------------------------------------
დედა ეშმაკი შვილ ეშმაკს: 
– მოიცა, მოვიდეს მამაშენი სახლში! მოვახსენებ, როგორ ანგელოზივით იქცეოდი მთელი დღე.

* * *
---------------------------------------------------------------------------
– ჩემს ჯანმრთელობაზე მარსი ზემოქმედებს. 
– ჩემსაზე ვენერა. 
– ვენერაზე დაიბადე? 
– არა, ჩემს ცოლს ჰქვია!

* * *
--------------------------------------------------------------------------
– გილოცავ, ცოლი შეგირთავს, – ეუბნებიან სამსახურში ოს ვალოდას. 
– ვააა, აქაც ისმოდა, სენი წილიმე?!

* * *
-----------------------------------------------------------------------------
– ექიმო, ქმარი ვერ მაფეხმძიმებს, გაქვთ რაიმე საშუალება, რომ უქმროდ დავფეხმძიმდე? 
– ეგ როგორ? 
– ტაბლეტებით. 
– ქალბატონო, გაიხადეთ და დაწექით, ტაბლეტები ქიმიაა, ხალხური მედიცინა უფრო ამართლებს.

* * *
---------------------------------------------------------------------------------
ქუთაისელი თბილისში ტაქსს აჩერებს: 
– ერთი, ჯიგარ, რუსთაველზე შეუბერე, რა! 
– მოსულა... "ხამს მოყვარე მოყვარისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად!"... გავაგრძელო?

* * * 
--------------------------------------------------------------------------------
– აფფიციანტტ! 
– აქ ვარ, ბატონო! 
– მსუბუქი გაქ, რამე? 
– სალფეთქი სტოლსაფარით, ბატონო.

* * *
---------------------------------------------------------------------------------
კაკოს სიდედრი გარდაეცვალა. 
– იმედი მაქვს, – ეუბნება ცოლი კაკოს – სიდედრს შენი ხელით მიასვენებ სასაფლაომდე. 
– რა თქმა უნდა, ძვირფასო. 
სასაფლაო, ჩასვენების დროა. ცოლი ისევ მიმართავს კაკოს: 
– სიდედრს უკანასკნელად აკოცე შუბლზე. 
– კაი რააა, კაი რააა!.. არ შეიძლება მთელი სიხარული არ ჩამიშალო?!

* * *
---------------------------------------------------------------------------------
– არ იტირო, თვარა ის ძია წაგიყვანს, – აშინებს დედა შვილს. 
– წამიყვანს არა, კვახი! მე რას წამიყვანს, თავისი ოთხი შვილი მიატოვა...

* * *
----------------------------------------------------------------------------------
კახელი თედო გაგიჟებულია, შვილმა მეხუთედ მიიღო ორიანი. გაბრაზდა თედო, შვილს ცხვირწინ მუშტი დაუტრიალა: 
– აბა, ნახეი, შე აჯამო, რისი სუნი ასდის ამ მუშტსა! 
– ვაა, ისევ ყვ...ბი დაიფხანე, მამი?

* * *
----------------------------------------------------------------------------------
– რატომ მიყურებს თქვენი მეუღლე მტრული თვალით? – ეკითხება შეფს ახალი მდივანი გოგო. 
– აბა, რა იქნება, შენამდე თვითონ იყო ჩემი მდივანი.

* * *
----------------------------------------------------------------------------------
ორი დაქალი საუბრობს: 
– ვაიმე, ქეთი, რა საყვარელია ჩემი კოტიკო, მაგრა სულ "ის" უნდა. 
– მერე, მოიფიქრე, გოგო, რამე. 
– რა უნდა მოვიფიქრო, ყოველ მოსვლაზე ულამაზესი ვარდები მოაქვს და მეც იძულებული ვარ ფეხები გავშალო. 
– რავა, შე ქალო, ყვავილების ვაზა არ გაქვს?!

* * *
---------------------------------------------------------------------------------
შვილმა სკოლა დაამთავრა. 
მამა გახარებულია – ვაჟკაცი მოესწრო! 
სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და შვილს ეუბნება: 
– აი, თუ გინდა მოწიე! შენ უკვე დიდი ხარ. 
– არა, გმადლობთ, მამიკო, უკვე მეორე წელია, რაც თავი დავანებე...


კატეგორია: ანეკდოტები | დაამატა: admin
ნანახია: 1038 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk