|
|
მთავარი » ფაილები » ანეკდოტები | [ მასალის დამატება ] |
2011-02-20, 7:26 PM | |
*** სვანი მივა გასვენებაში ყვავილებს ვერსად ვერ იშოვის და ბამბანერკას მიიტანს *** სვანს სამსახურში იღებენ. სვანი ეკითხება: - აქ სვანები მუშაობენ? - არა, – უპასუხეს. გავიდა დრო,სვანს ამოწმებენ. შევიდნენ ოთახში და სვანს ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი. ჰკითხეს: - რატომ არ მუშაობ? - თქვენ არ მითხარით,აქ სვანები არ მუშაობენო? – უპასუხა სვანმა. *** სვანმა ბაღში ისეთი საფრთხობელა დადგა რო ჩიტებმა შარშანდელი მოსავალიც უკან მოიტანეს. *** სვანი მიდის მაღაზიაში და ეუბნება მოღუნული იარაღი გააქვთ? - გამყიდველი:რად გინდა - მოსახვევში კაცი უნდა მოვკლა. *** სვანი დგას შუა მდინარეში პალტოთი, ერთი კაცი ეკითხება მანდ რასაკეთებო? პალტოს ვრეცხავო. მერე სარეცხი მანქანა არა გაქო? იქ თავბრუ მეხვევაო. *** მეგრელს ოფისში უნდა სამუშაოს დაწყება და უფროსი ეკითხება: - თუ აქ გინდა მუშაობა,მაშინ ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდე. - მეგრული და კალკულატორი არ ეყოფა? *** ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს: - თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა. - მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!.. *** მეგრელს მოუკვდა ძმა და სურათი გაიკეთა.სვანი შეეკითხება რა ხდება სურათი რად გიკეთიაო? - ჩემი ძმა ხიდან ჩამოვარდა და დავკარგეო. - სვანმა უთხრა:აქ იქნება სადმე ხის ძირასო *** სვანს ეკითხებიან - თაგვს რა ქვია რუსულადო? - მიშკაო. - ვირთხასო? - მიხეილიო. *** ოპერაციის წინ ანესთეზიოლოგთან: - ექიმო, ანესთეზიას უფასოდ ვერ გამიკეთებთ? - კი, ჩემო კარგო, უფასოდ დაგაძინებთ, მაგრამ გაღვიძებაში კი უნდა ავიღო ფული. *** ბავშვი გახარებული მივა დედასთან და ეუბნება დედი დგეს 5-იანი მივიღეო. დედა პასუხობს რა გიხარია მაინც კიბო გაქვსო *** სვანი თავის შეყვარებულთან სეირნობს ხელჩაკიდებული. შეყვარებული ეტყვის ალერსიანად: -რა ოფლიანი ხელი გაქვს? -ეგ რა არის შენ ფეხები უნდა ნახო *** შვილო მორჩი ნუ ქანაობ მამაშენზე მაგისთვის არ ჩამოუხრჩვია თავი *** ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს: - ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს? - არა! – მოუჭრა მძღოლმა. - არც მე ამიყვანს? – იკითხა მეორე სვანმა. *** პოლიციელები მოდიან ქუჩაში. ხედავენ, ხეზე კაცს თავი ჩამოუხრჩვია. - ეს გვინდოდა ახლა ჩვენ?! - მოდი, სხვა რაიონში გადავიტანოთ. გადაიტანეს და ჩამოკიდეს ხეზე. მოდიან იმ რაიონის პოლიციელები: - ვაა! ეს ისევ აქ ჰკიდია?!! *** სვანს თავისი ხვრინვა გააღვიძებს და სხვა ოთახში წავა დასაძინებლად ***
სვანი, ამერიკელი და რუსი არიან უდაბნოში და მიადგებიან ერთ კლდეს და ეტყვიან რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვით მით უფრო გაიბზარება კლდე და დაინგრევაო. ამერიკელი ამბობს: -ჩვენ ამერიკელი ჯელტმენები ქალებთან სიგარეტს არ ვეწევითო!!! გაიბზარება კლდე რუსი ამბობს: -ჩვენ რუსი ჯელტმენები ქალებთან არაყს არ ვსვავთო!!! კიდევ გაიბზარევა კლდე სვანი ამბობს: -ჩვენ სვანი ჯელტმენებიო და დაინგრევა კლდე | |
ნანახია: 990 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0 | |