Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

ლექსები სიყვარულზე

2011-03-16, 6:45 PM


თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას


***

სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი...
მან მზე შეიყვარა - მე შენ შემიყვარდი...
იებში აყვავდა - სულში აგიყვავდი...
კვირტებში ჩასახლდა - გულში ჩაგისახლდი...
ფიფქებად დავარდა - თვალში ჩაგივარდი...
მზე ღრუბლით ადარდა - მეც ტირილით გკლავდი...
მერცხალს ჩაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი...
ერთად შევიშალეთ მართლა, ორი ქალი...
მარტი გაიპარა , მე კი შენში დავრჩი...




***

მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_
"მე შენ მიყვარხარ"...
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _
"მაგიჟებ მე შენ " . . .
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ,

ამას მიხვდები . . .
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _
"მე შენ მჭირდები ". . .
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ ,
თვალებში თხოვნა მიწერია _
ნუღარ დამტოვებ ! . . .
მე ახლა ნახატს სასოებით,

კრძალვით გიხატავ.
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
"მე შენ მიყვარხარ ". .




***

მინდა...
ჩემი გული გართობდეს...
გულში დაგიტოვო, იარა...
ზაფხულში ეგ თვალები მათოვდეს...
სულში...
ამ ლექსებში კი არა....
მინდა...
დამიღამო საღამო...
სულში შრიალებდეს ალვები...
შენი თმები ვიგრძნო საამო
შენი...
უნაპირო თვალები...
მინდა...
გათენებას ვუმზირო...
მინდა...
გავათენო უმზეოდ...
მინდა ცა... უნაკლო, უძირო...
თავი...
ისევ ვიგრძნო უმწეოდ...
მინდა...
გაწვალებდეს, გათრობდეს...
ისევ, ჩემს სიყვარულს ემონო...
უცებ, მაისში რომ გათოვდეს...
ჩვენ კი...
ოცნებები გვეგონოს...
სულში,
ამ ლექსებში კი არა...
ზაფხულს, ეგ თვალები ათოვდეს...
გულში გაგეჩხიროს იარა...
მაინც...
უჩემობა გაფრთხობდეს...


***

შენი კოცნა ენატრება
ჩემს გაბუტულ ტუჩებს,
შენზე ფიქრით გადაღლილი
შემოვივლი ქუჩებს...
მივუყვები აღმართს სადღაც,
ფიქრი ფიქრებს ერთვის,
თითქოს აქ ხარ, ჩემთან ახლოს,
შენი სუნთქვა მესმის...
-სიხარულო, მენატრები,-
ჩუმად გეტყვი ყურში,
შენ კი ისევ გამიღიმებ,
ჩამიხუტებ გულში.
ზღვაზე თეთრი თოლიები
ათენებენ ღამეს,
მენატრები და მიყვარხარ,
დამიბრუნდი მალე...


***

ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიტირებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..


***

მინდა რაღაცას გამსგავსო,
რაღაც ნაზსა და ჭკვიანს,
მინდა რომ რაღაც გიწოდო,
რასაც სახელი ჰქვია.
ვიფიქრე გაზაფხული ხარ,
ანდა ლურჯთვალა ია,
ან იქნებ სიხარული ხარ,
ან სიყვარული გქვია.
ბევრი ვიფიქრე გულღიად
და მერე მივხვდი,გვიან,
ჩემი ცხოვრება ყოფილხარ,
ჩემი სიცოცხლე გქვია !!!


***

ნეტავ ახლა ჩემთან იყო,
ნეტავ, ახლა გხედავდე,
ნეტავ, ჩემთან მოხვიდოდე
გულში ჩაიხედავდე!

ნეტავ, ახლა გეხვეოდე,
ნეტავ, გულში გიკრავდე,
ნეტავ, ჩემო ანგელოზო
ოდნავ მაინც გიყვარდე.

ნეტავ, ახლა მიღიმოდე
ამბორისთვის მიხმობდე
ნეტავ, მხოლოდ ჩემი იყო
არავისზე ფიქრობდე.

ნეტავ, ახლა გიმღეროდე
შენს წინაშე ვდნებოდე,
ნეტავ ,ჩემი სიყვარულის
ქსელში გაებმებოდე.

ნეტავ, თვალებს გიკოცნიდე
ნეტავ, ასე ხდებოდეს,
ღმერთო ჩემო ეს სურვილი
ნეტავ ამიხდებოდეს.


კატეგორია: ლექსები | დაამატა: admin
ნანახია: 1619 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1


ჩვენი გამოკითხვა
რომელ ბრაუზერს იყენებთ?
სულ უპასუხა: 99

სტატისტიკა
website stat Page Rank
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

ბოლო კომენტარები