Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

ლექსები სიყვარულზე

2011-03-17, 6:44 PM


მინდა ვიყო პატარა ცრემლი
რომ შენს თვალებზე ნაზად ვიარო,
და თუ რამე გაქვს სევდად ქცეული,
მეც შენთან ერთად გავიზიარო..




***

მომენატრები - ამატირებს შენი ხატება,
მომენატრები - დამისველებს თვალებს ცრემლები,
მომაგონდები - გამახსენდება ჩვენი გაცნობა
და უფრო ძლიერ . . . უფრო ძლიერ მომენატრები
.




***

ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები
ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები
ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა
ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა

რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარების ფიქრის
ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის
ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო
ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო

ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა
ისე მომენატრე გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად
ისე მომენატრე შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ
ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ



***

მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები



***

'მე მეჩვენება რომ ცხოვრება
დიდი ზღვა არის
და ამ ზღვაში
ჩემი ფიქრი ერთი წვეთია
შეყვარებული ცხოვრებაში
ბევრჯერ იქნები
მაგრამ პირველი სიყვარული
მაინც ერთია!
'



***

უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის



***

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება



***

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.



***

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი



***

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.



***

სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,
უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა.
თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება,
მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება



***

მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.

ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად.

ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან



***

არ იციან ლაპარაკი,
არ იციან ეს დროება,
არ იციან ცხოვრება
და არცა აქვთ გემოვნება.

ერთი სიტყვით მოგახლინ,
სათქმელს იმას რაც იციან,
არა და ამ დროებაში,
არაფერიც არ იციან.



***

ღამე მივყვები მე მტკვრის ნაპირებს,
შენზე ფიქრებმა გამინაპირეს,
ნეტავ ახლა თუ წვიმას აპირებს,
თავს ვერ ვანებებ გულის ნადირებს.

გულის ნადირი, პატარა გოგო,
პატარა თათით რომ შეგეხება,
მოგთაფლავს მოგგვრის თვალებით სითბოს,
თუ გადავურჩი მე მისსა სიტკბოს.



***

შენთვის გავხდები ზაფხულის წვიმა
შენთვის გავჩნდები ვარსკვლავად ცაზე
თუ გეყვარები არ მიგატოვებ
მე შენ არ გაგცვლი არასდროს სხვაზე
შენთვის მოვვერცხლავ ზღვას,როგორც მთვარე
და ავენთები როგორც დაისი.
თუ მისაჩუქრებს ღმერთი შენს თვალებს
მთელი ცხოვრება შენ ერთს დაგიცდი!



***

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.



კატეგორია: ლექსები | დაამატა: admin
ნანახია: 1523 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk