Гостьპირადი კაბინეტი

მთავარი > //gadmotvirte.ucoz.ru ()
მთავარი » ფაილები » ლექსები [ მასალის დამატება ]

ისევ და ისევ სიყვარული:)

2011-10-28, 5:51 PM


***
რომიცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები ტურფავ,შეგიყვარდები,
ცაზედ მზეა ქვეყანაზედ, შენა ხარ
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ,
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ,
ეკლით ნუ მჩხვლეტ, დამიბრუნე ვარდები,
რომ იცოდე ცჰემი გულის დარდები
გეფიცები ისევ შეგიყვარდები.

სიყვარული ისა სჯობს ეაც ძველია,
საუკუნო მეგობრობის მცველია,
ახალი კი როებითად მწველია და
ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია,
შენ ერიდე მოაფარე ფარდები,
რომიოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები ქალო,შეგიყვარდები.

ჩემსავით რომ შეგიყვაროს ვინ არის ,
ვინ გაღმერთოს ცურად მომცინარი,
თუარ მევე გინდა ვიყო მძინარი ,
შენი სახე მაინც ჩემ თვალწინ არის ,
თუ გამიქრა კლდეზეც გადავარდები,
რომიცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები ისევ შეგიყვარდები.

აწ რაღავარ შენგან ტრფობას ჩვეული,
ვეხეტები გზა და კვალ დაბნეული,
ლხინს ვშორდები ჭირისგან წვეული,
გაყრის ცამი ცჰვენი იყოს წყეული,
სჯობს შევრიგდეთ ფეხქვეშ დაგივარდები,
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები ისევ შეგიყვარდები.




***
კოცნა პოეტურად?
ხო,როცა უყურებ ტუჩების მიმოხვრას
და ისე გიზიდავს,რომ კიეც გაოცებს
მანძილი თითქოსდა,ნელ-ნელა მცირდება,
და უცებ,სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ,

კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების,ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვეთზე
და შემდეგ...ნელ-ნელა იკრავ და ეხვევი,

კოცნე პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს,მკერდისკენ მიყვები,
და შემდეგ უკვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით:შეჩერდი არ გინდა,
შემდეგ კი გნებდება და ვეღარ ურჩდება,

კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე-ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე,მე ასე დავიწყე-
ტუ ვკოცნი ოდესმე ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ,არასდროს ვავიწყებ




***
წამოდი მეცეკვე,წამოდი
ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს
გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ
წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!
არ მინდა ვარდი და ხელმკლავი
ამბორიც არ მინდა თითებზე
წამოდი უბრალოდ მეცეკვე
მუსიკა წართმეულ სიტყვებზე.
არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა
ღაწვი და გალუმპა წამწამნი
წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი?
-დილამდე როგორმე გასწავლი.
აღარ ღირს წუხილი იმაზე
რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი
გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს
წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი




***
როგორ გავუცხოვდით, აღარ მენატრები
ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი
აღარც გრძნობები და აღარც ემოცია,
აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.

ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ,
ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს,
მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი
და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ.ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია,
ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო
ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო
არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.

გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ,
ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!.




***
ცეკვა მინდა, ცეკვა გრძნობით, ოცნებები ფერადი.
ისე მინდა გავგიჟდე ხალმხმა რომ თქვას: ” ვერ არი ”
ახალი წლის საღამოს რომ ქუჩაში გავიდე,
ვიყვირო, რომ მჭირდები მერე თუნდაც წავიდე.

ფრთები მინდა, გავფრინდე, შეველეწო ოცნებებს.
მე არ მინდა ვნებები, არ მოვითხოვ კოცნებს ბევრს.
თოვლი მინდა, ფიფქები, რომ ჩამიდნეს ჩემს თმებში,
შენ ხომ ამას მიხვდები, ჩაგაკვდები როს ხელში.

წვიმა მინდა, სურნელი მიწის თანაზიარი.
მომენატრა დღეები, თბილი, თანაც მზიანი.
ავდარია, ვსველდები, შენს ოცნებებს ფრთებს ვაჭრი,
ვაი, მართლა ვნებდები, უფრთოდ ზეცას ვერ ავწვდი.



კატეგორია: ლექსები | დაამატა: admin
ნანახია: 1182 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
www.all16.tkwww.all16.tk